რიო 2016

რიო 2016 დასრულდა

რიო დე ჟანეიროში ოლიმპიური თამაშები დასრულდა. დახურვის საზეიმო ცერემონიის დროს ოლიმპიური დროშა ტოკიოს გადაეცა, სადაც 2020 წლის თამაშები გაიმართება.

რიოს ოლიმპიადა საქართველოს დელეგაციამ 7 მედლით დაასრულა და საერთო ჩათვლაში 38-ე ადგილი დაიკავა. მოპოვებული მედლებიდან 2 ოქროა, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

ოქროს მედლები მძლეოსანმა ლაშა ტალახაძემ და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა აიღეს. ვერცხლის მედალი საქართველოს დელეგაციას ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა. ბრინჯაოს მედლები კი, ლაშა შავდათუაშვილმა, შმაგი ბოლქვაძემ, ირაკლი თურმანიძემ და გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს.

საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი ამერიკის დელეგაციამ მოიპოვა - 121 მედალი აიღეს, მათ შორის 46 ოქრო. მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი გავიდა, მესამეზე კი ჩინეთი.

კომენტარები