ნობელის პრემია

იაპონელი მეცნიერი იოშინორი ოსუმი მედიცინასა და ფიზიოლოგიაში ნობელის პრემიას მიიღებს

Reuters

ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინასა და ფიზიოლოგიაში იაპონელი მეცნიერი იოშინორი ოსუმი გახდა. 

იაპონელმა მეცნიერმა ნობელის პრემია ავტოფაგიის (ლიზოსომების მიერ უჯრედების განადგურების პროცესი) შესწავლისთვის აიღო. უფრო კონკრეტულად, ავტოფაგია არის სხეულის მიერ საკუთარი ნივთიერებების და ქსოვილების შთანთქმა ორგანიზმის ხანგრძლივი შიმშილობის დროს.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია სტოკჰოლმში, 10 დეკემბერს გაიმართება. პრემიის რაოდენობა 953 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები