რესპუბლიკური პარტია

ვახტანგ ხმალაძემ და თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტია დატოვეს

ვახტანგ ხმალაძემ და თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტია დატოვეს. ხმალაძის თქმით, პარტიაში მომავალ საქმიანობაზე უთანხმოება აქვთ. 

"არსებობს იმ დონის უთანხმოება, როდესაც ერთად საქმიანობის გაგრძელება მიზანშეუწონელია. ძირითადად ეს ეხება იმას, როგორ უნდა გაგრძელდეს პარტიის შემდგომი საქმიანობა. ჯერჯერობით, ჩემი პროფესიული საქმიანობით ვიქნები დაკავებული, დანარჩენს დრო გვიჩვენებს", - ამბობს ხმალაძე "ინტერპრესნიუსის" ცნობით.

რაც შეეხება თინა ხიდაშელს, რესპუბლიკური პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, მას პარტიის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს. 

"განცხადება დაწერილი აქვს თინათინ ხიდაშელს. ნოდარ ებანოიძეს რაც შეეხება, ჯერ არ ვიცი. ჯერ არ მიგვიღია მისი განცხადება. შეიძლება წავიდეს, შეიძლება არა", - განაცხადა ბერძენიშვილმა. 

რესპუბლიკური პარტია უკვე დატოვეს დავით უსუფაშვილმა, თენგიზ შერგელაშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ. პაატა ზაქარეიშვილი პარტიიდან ოქტომბრის დასაწყისში წავიდა. პარტიის დატოვებას არც ნოდარ ებანოიძე გამორიცხავს.

კომენტარები