თელასი

19 ნოემბერს, თბილისის ორ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

telasi.ge

ხვალ, 19 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება სამგორისა და საბურთალოს რაიონის მაცხოვრებელთა ნაწილს. კომპანია მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს და ქსელის გაუმჯობესებას ასახელებს.

სამგორის რაიონი

110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „მახათა“ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, მუხაძის, ჩანტლაძის და ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები