დოპინგსკანდალი

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო: 1000-ზე მეტი რუსი სპორტსმენი დოპინგს იღებდა

AFP

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს ცნობით, სპორტის 30 სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე 1000-ზე მეტი რუსი სპორტსმენი დოპინგს იღებდა. შესაბამისი დასკვნა სააგენტოს დამოუკიდებელმა კომისიამ მიიღო.

კომისიის ხელმძღვანელის, რიჩარდ მაკლარენის თქმით, სოჭის ოლიმპიადის 44 პრიზიორიდან 12-ის დოპინგ-ტესტი სავარაუდოდ გაყალბებულია. გავრცელებული ინფორმაციით, გაყალბებულია ექვსი პარაოლიმპიელის დოპინგ-ტესტებიც.

კომისიის ხელმძღვანელის თქმით, მათ 96 სპორტსმენის ტესტი ხელახლა შეისწავლეს და აღამოჩნდა, რომ ამ ტესტების შედეგებიც შეცვლილია.

კომისიის დასკვნით, სავარაუდოდ, დოპინგ პროგრამა რუსეთის სახელმწიფოს მიერ იყო დაფინანსებული.

თუმცა, ანგარიშში ისიც ნათქვამია, რომ კომისიას არ აქვს იმის საკმარისი მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, რომ დოპინგის პროგრამასთან რუსეთის სპორტის მინისტრს აქვს კავშირი.

6 დეკემბერს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადაც გაახანგრძლივა.

კომისიამ რუსი სპორტსმენები დოპინგის მოხმარებაში პირველად ივლისში ამხილა, რის შემდეგაც ბევრი რუსი სპორტსმენი რიოს ოლიმპიადიდან მოკვეთეს.

კომენტარები