ლარის კურსი

ლარი გამყარებას განაგრძობს, ერთი დოლარი 2.64 ლარი ღირს

კოლაჟი / ტაბულა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.64 ლარი გახდა, რაც წინა კურსთან შედარებით 2 თეთრით ნაკლებია. ევროსთან მიმართებით კი ლარი 2.9 თეთრით გამყარდა, ახალი კურსით ერთი ევრო 2.75 ლარი ღირს.

ლარი გასული კვირის ბოლოდან მყარდება, იქამდე კი ეროვნული ვალუტა რეკორდულად უფასურდებოდა.

ეროვნულმა ბანკმა ერთი კვირის წინ ლარის სწრაფი გაუფასურების შესაჩერებლად $40 მილიონი გაყიდა. სებ-მა განცხადებაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბანკი მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები კურსის ჭარბი მერყეობის შესაჩერებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი კურსი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას "რაციონალური მოლოდინები განაპირობებს". სებ-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკი ინფლაციური მოლოდინების ზრდის შემთხვევაში მზადაა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გაამკაცროს.

სავალუტო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა წელს 24-ჯერ განახორციელა. სებ-მა იყიდა $278 მლნ აშშ დოლარი და გაყიდა 280 მლნ აშშ დოლარი. გასული წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით 14.8%-ით გაუფასურდა.

კომენტარები