ნარკოდანაშაული

ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი - საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული გ.ჩ. ი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 58,4 მილიგრამი მეტადონის მარილის შემცველი სითხე და 8,77 გრამი კოკაინის მარილი ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები