ოლიმპიური კომიტეტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები შეაჩერა

ოლიმპიური კომიტეტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები შეაჩერა. პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო და კომიტეტი 22 დეკემბრის მდგომარეობას დაუბრუნდა.

23 დეკემბერს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ლერი ხაბელოვი აირჩიეს, რომელმაც ტაბულასთან საუბარში თქვა, რომ ინფორმაცია მხოლოდ მედიით გაიგო.

"არ მაქვს ინფორმაცია. რაც მედიაში გავრცელდა, მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს. სასამართლოდან არანაირი ინფორმაცია არ მქონია", - ამბობს ხაბელოვი.

ირაკლი მეძმარიაშვილის თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილება ორგანიზაციებში არსებული სამართლებრივი პრობლემების გამო მიიღო.

"საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება საჯარო რეესტრიდან მიღებულ დოკუმენტს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ არის ორგანიზაციებში სამართლებრივი პრობლემები. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება ზუსტად იმიტომ იქნა მიღებული, რომ სასამართლომ გაარკვიოს ამ ორგანიზაციების იურიდიული მდგომარეობა და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. კომიტეტი დაბრუნდება 22 დეკემბრის მდგომარეობით, თავისი აღმასკომით და ხელმძღვანელობით", - თქვა მეძმარიაშვილმა რ2-თან საუბრისას.

კომენტარები