აზერბაიჯანი

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პირველ ვიცეპრეზიდენტად მეჰრიბან ალიევა დანიშნა

mehriban-aliyeva.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საკუთარი ცოლი, მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის პირველ ვიცეპრეზიდენტად დანიშნა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პრეზიდენტმა განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილედაც აირჩიეს. 2015 წელს კი, ილჰამ ალიევმა მეჰრიბან ალიევა, პირველი ევროპული თამაშების ბაქო 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეობისას გაწეული სამუშაოს გამო, რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი - ჰეიდარ ალიევის ორდენით დააჯილდოვა.

კომენტარები