რაგბი

Rugby Europe-ის შეცდომა, საქართველოს ტურნირი არ მოუგია, ნაკრებს თასი ჩამოართვეს

twitter.com/rugby_europe

რაგბი ევროპის ტურნირი რუმინეთმა მოიგო, როგორც ახლა ირკვევა, ტურნირის არბიტრები შეცდნენ, როდესაც ჯილდო ბორჯღალოსნებს გადასცეს. ტურნირში რუმინეთის გამარჯვების შესახებ Rugby Europe-მა საკუთარ Twitter-სა და Facebook-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია.

ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან 1 ქულით 8-ით 7 წააგეს. ჩემპიონატის წესებიდან გამომდინარე, 8 ქულაზე ნაკლები წაგების შემთხვევაში, დამარცხებულ გუნდს ნუგეშის 1 ქულა ენიჭება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში დამატებით 1 ქულა მოიპოვა. შედეგად ორივე ნაკრების ქულები გათანაბრდა და 19-19 გახდა, რის გამოც თავდაპირველად თასი ქართველ მორაგბეებს გადაეცათ, თუმცა როგორც ირკვევა ტურნირში არა საქართველომ, არამედ რუმინეთმა მოიგო. ტურნირის წესდების თანახმად, გამარჯვებული ურთიერთშეხვედრის მიხედვით უნდა გამოვლენილიყო, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით გამოავლინეს. 

 

კომენტარები