კრიმინალი

ყვარელში, ფერმიდან 27 სული ძროხა მოიპარეს

Getty Images

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ფერმიდან 27 სული ძროხა მოიპარეს. რუსთავი 2-ის ცნობით, ფერმის მფლობელები ყვარლის პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, სამართალდამცავებმა ფაქტზე დროული რეაგირება არ მოახდინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. 

კომენტარები