არჩევნები ბრიტანეთში: კოსერვატორები იმარჯვებენ, თუმცა უმრავლესობას კარგავენ

ჯერემი კორბინი და ტერეზა მეი
Getty Images

დიდ ბრიტანეთში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, ამ არსებული წინასწარი შედეგებით, კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობა დაკარგა.

პარტიამ 317 მანდატი მიიღო, უმრავლესობის მოსაპოვებლად კი 326 იყო საჭირო. მეორე ადგილზე ლეიბორისტური პარტია გავიდა, მათ 261 მანდატი მიიღეს.

AP-ის მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ხმების 48.8 % მიიღო, ლეიბორისტებმა კი 40.2 %.

არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 69 %-მა მიიღო.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ტერეზა მეის გადადგომისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მეიმ არჩევნები იმიტომ დანიშნა, რომ მას დამატებითი მანდატების მოპოვება და საკუთარი პოზიციის გაძლიერება სურდა, შედეგად კი დაკარგული მანდატები მიიღო, რაც საკმარისია იმისთვის, რომ მან თანამდებობა დატოვოს.

კოსერვატიული პარტიის ლიდერმა და ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ კი განაცხადა, რომ მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვისა, ის თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს. მისი თქმით ბრიტანეთს ახლა ყველაზე მეტად სტაბილურობა სჭირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, კოსერვატორები უმრავლესობის დაკარგვის მიუხედავად მთავრობის ფორმირებას მაინც მოახერხებენ. მათ ამისთვის ჩრდილოეთ ირლანდიური დემოკრატიული იუნიონისტების პარტიის მიერ მოპოვებული 10 მანდატი დაეხმარებათ.

არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ევროკავშირთან Brexit-ის შესახებ მოლაპარაკებები გადაიდება. მოლაპარაკებები 19 ივნისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც ჩანს ბრიტანელებს მთავრობის ფორმირების მოსწრება გაუჭირდებათ.

კომენტარები