ბიჭი, რომელმაც სამსახურს თავი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის გამო დაანება, სხვადასხვა ქვეყნიდან დედას ფოტოებს უგზავნის, სადაც მას ამცნობს, რომ დროს კარგად ატარებს და თავს კარგად გრძნობს.
ჯონათან ქუინონე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დაწყებამდე, ბრიუსელში ბიზნეს მრჩეველი იყო. თავდაპირველად ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯონათანმა საკუთარი ავტომობილი გაყიდა და 2016 წლის მარტში კუბას მიმართულებით ერთი გზის ბილეთი იყიდა.