ძილი

რამდენი საათი უნდა გეძინოთ

huffpost.com

ძილი აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ხშირად ჩნდება კითხვა - მთელი ღამე მეძინა, მაინც რატომ მეძინება? ამ შეკითხვაზე პასუხი ამერიკელმა მკვლევრებმა ჩატარებული კვლევით გასცეს.

კვლევამ აჩვენა, რომ ძილის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს ასაკზე. სხვადასხვა ასაკში ადამიანს სხვადასხვა ხანგრძლივობით უნდა ეძინოს. იმ შემთხვევაში, თუ უფრო ნაკლებ ან მეტ ხანს გეძინათ ეს თქვენს ჯანმრთელობაზე პირდაპირპროპორციულად აისახება.

ახალშობილები (0-3 თვის ჩათვლით)

14-17 საათი

(4-11 თვის ჩათვლით)

12-15 საათი

ბავშვები (1-2 წლის ჩათვლით)

11-14 საათი

სკოლამდელი ასაკი (3-5 წლის ჩათვლით)

10-13 საათი

სასკოლო ასაკი (6-13 წლის ჩათვლით)

10-13 საათი

თინეიჯერები (14-17 წლის ჩათვლით)

8-10 საათი

ახალგაზრდა სრულწლოვანები (18-25 წლის ჩათვლით)

7-9 საათი

ზრდასრულები (26-64 წლის ჩათვლით)

7-9 საათი

65+ ადამიანები

7-8 საათი

ცნობისთვის, უძილობამ ან ძილის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს:

გულსისხლძარღვთა დაავადებები, წონაში მომატება, სუსტი იმუნური სისტემის ჩამოყალიბება, მომატებული სისხლის წნევა (ჰიპერტენზია) და მეხსიერების პრობლემები.

კომენტარები