დეპრესია

სტილისტმა დეპრესიაში მყოფ გოგონასთვის თმის გადაპარსვაზე უარი თქვა

Kayley Olson / Facebook.com

20 წლის სტუდენტმა, ქეილი ოლსონმა, რომელიც ვატერლოოში სტილისტად მუშაობს, საკუთარ facebook გვერდზე მისი ერთ-ერთი მომხმარებლის ისტორია დაპოსტა. ოლსონის თქმით, მასთან 16 წლის გოგო მივიდა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დეპრესიით იტანჯებოდა და თმის დავარცხნაზეც უარს ამბობდა. აქედან გამომდინარე 16 წლის გოგონამ სტილისტებს თმის გადაპარსვა მოთხოვა.

ქეილი ოლსონთან ერთად მეორე სტილისტი, მარია ვენგერიც იმყოფებოდა. მათ BBC-ისთან ინტერვიუში თქვეს, რომ გადაპარსვა მათთვის გამოსავალი არ ყოფილა და პირიქით, ისინი გოგონასთვის თმის შენარჩუნებაზე ზრუნავდნენ.

სტილისტები დეპრესიაში მყოფ გოგონას 10 საათის განმავლობაში ვარცხნიდნენ თმას, რათა გაეუმჯობესებინათ თმის მდგომარეობა. 

ქეილი ოლსონის თქმით, ისინი გოგონას გარდა თმის მოვლისა, ორი დღის განმავლობაში ესაუბრნენ და გამამხნევებელი სიტყვები უთხრეს, რის შემდეგაც ოლსონის თქმით გოგონამ მას უთხრა, რომ ის სკოლის ფოტოების გადაღებისას კვლავ გაიღიმებდა.

კომენტარები