Game of thrones

ოთხი ადამიანი Got-ის სერიის პრემიერამდე გავრცელებისთვის დააკავეს

pinterest.com

ინდოეთის პოლიციამ ოთხი ადამიანი Game of Throne-ს სერიის დასპოილერებისთვის დააკავა.

Got-ის მე-7 სეზონის მეოთხე სერიის, "The Spoils of War"-ის სატელევიზიო პრემიერა 4 აგვისტოს უნდა შემდგარიყო, მაგრამ ის 3 აგვისტოს უკვე გაარცელეს ინტერნეტ სივრცეში.

დაკავებულებიდან სამი ადამიანი Prime Focus Technology-ს მოქმედი, ერთი კი ყოფილი თანამშრომელია. Prime Focus Technology მუმბაიში დაარსებული კომპანიაა და სწორედ მისი მეშვეობით ხდება სამეფო კარის თამაშების სერიების მაუწყებლობა ინდურ საიტ Hotstar-ზე.

აღნიშნული, ოთხი ადამიანი დაკავება მხოლოდ მე-4 სერიის წინასწარ გავრცელების ეხება. HBO აქამდეც გამხდარა ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი. მათ 1 აგვისტოს მე-7 სეზონის სერიების სცენარი მოიპარეს და გაავრცელეს.

კომენტარები