"ვითარება ბორჯომში" - საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ ჰეშთეგით სტიქიის ზონიდან ფოტოებს ავრცელებს.
ბორჯომის ხეობაში, ტყის ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული. პრემიერმინისტრის ინფორმაციით, დღის მანძილზე თურქეთიდან ორი ვერტმფრენი და ერთი დიდი სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვა, ასევე, გზაშია სომხეთის სახანძრო ეკიპაჟები.