აზერბაიჯანი

აზერბაიჯანმა დაბლოკა საიტი, სადაც ალიევების $2.9 მილიარდიან კორუფციაზეა საუბარი

Getty Images

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ (OCCRP) გამოაქვეყნა აზერბაიჯანის მმართველი ოჯახის მიერ ფულის გათეთრებისა და კორუფციის სავარაუდო ფაქტების შემცველი ანგარიში. ანგარიშში საუბარია, რომ ნავთობის ექსპორტისგან მიღებული დიდძალი ფულს ალიევები არამარტო საკუთარ ფუფუნებაზე ხარჯავენ, არამედ ამ თანხით დასავლელი პოლიტიკოსების მოსყიდვითაც არიან დაკავებული.

ოფიციალური ბაქო ამ ინფორმაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მას სომეხთა პროვოკაციას უწოდებს. არსებული დროით ქვეყანაში OCCRP-ის ვებგვერდი დაბლოკილია.

OCCRP-მა ჟურნალისტური გამოძიების შედაგად მოიპოვა საბანკო გადარიცხვები, რომელიც ადასტურებს რომ აზერბაიჯანი ფარულად უხდის ფულს დასავლელ პოლიტიკოსებს და ამდიდრებს აზერბაიჯანულ პოლიტიკურ ელიტას.

OCCRP-ის მიერ გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, 2012-დან 2014 წლამდე, აზერბაიჯანმა სხვადასხვა ოფშორული კომპანიების გამოყენებით ევროპაში $2.9 მილიარდი დოლარი გადარიცხა, საიდანაც ფული უკვე იმ დასავლელი პოლიტიკოსების ანგარიშზე დაჯდა, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე აზერბაიჯანის იმიჯის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.

მაგალითად, ედუარდ ლინტნერი, გერმანელი პოლიტიკოსი, 2013 წლის აზერბაიჯანულ არჩევნებს აკვირდებოდა და განაცხადა, რომ არჩევნები გერმანული სტანდარტით ჩატარდა და პროცესი დადებითად შეაფასა, მიუხედავად იმისა, რომ სხვები ასე არ ფიქრობდნენ. 2 კვირის შემდეგ, ლინტნერის ანგარიშზე, 61 000 ევრო გადაირიცხა. ლინტნერის შეფასებას არ დაეთანხმა აზერბაიჯანელი აქტივისტი, ანარ მამადლი და მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. მამადლი, მოგვიანებით, პოლიტიკური ნიშნით დაიჭირეს. მისი დაჭერიდან 2 დღის შემდეგ კი ლინტნერის ანგარიშზე კვლავ გადაირიცხა 41 000 ევრო. აზერბაიჯანიდან გათეთრებული ფული, ასევე, მიიღეს იტალიელმა პარლამენტარმა, სლოვაკეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა და აზერბაჯანის პოლიტიკურმა ელიტამ.

კომენტარები