რაფაელ ნადალი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია. მან ფინალში სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი სამ სეტში დაარცხა- 6:3, 6:3, 6:4. ესპანელი ჩოგბურთელისთვის ეს მე-16 დიდი სლემის ტიტულია.
მატჩის შემდეგ ნადალმა გამარჯვების შესახებ ისაუბრა.
"დაუჯერებელია რაც ჩემს თავს მოხდა წელს, ამდენი ხნის პრობლემების შემდეგ: ტრავმები, ცუდად თამაში. სეზონის დასაწყისიდან ძალიან ემოციურად ვიყავი განწყობილი"- თქვა ესპანელმა ჩოგბურთელმა.
მოგვიანებით რაფაელ ნადალმა ტვიტერის საშუალებით ვიდეო გაავრცელა, სადაც მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რაფაელ ნადალი დიდი სლემების რაოდენობით როჯერ ფედერერს დაეწია. შვეიცარიელ ჩოგბურთელს 19 დიდი სლემი აქვს.