iPhone X

iPhone X საქართველოში 9999 ლარი ეღირება

Apple

Apple-მა ორი ახალი სმარტფონი iPhone 8 და iPhone X წარადგინა. iPhone 8 iPhone 7-ის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს, iPhone X კი რეალურად ახალი სმარტფონია. 

iPhone 8 ბაზარზე 21 სექტემბრიდან გამოვა, სავარაუდოდ ამავე დღიდან ქართველ მომხმარებლებს უკვე ექნებათ მისი შეძენის საშუალება. მაღაზია iPhone+ უკვე ასახელებს ახალი სმარტფონის ღირებულებას, მისი პირველი მოდელი 5555 ლარი ეღირება, ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში მისი საწყისი მოდელის ღირებულება $699 დოლარია (1712 ლარი დღევანდელი კურსით). პირველი მოდელის გაყიდვის შემდეგ iPhone 8-ის ღირებულება დაახლოებით 2 ათასი ლარი იქნება. 

iPhone X კი ნოემბერში გამოვა, iPhone+ მის ღირებულებასაც ასახელებს მისი პირველი მოდელი 9999 ლარი ეღირება, ეს კი იმ ფონზე, რომ აშშ-ში მისი საწყისი მოდელის ღირებულება $999 დოლარი იქნება (რაც 2 447 ლარია დღევანდელი კურსით). პირველი მოდელის გაყიდვის შემდეგ iPhone X-ის ღირებულებაც ბევრად ნაკლები იქნება. 

ახალი სმარტფონების მონაცემები:

iPhone 8 


ფოტო: Apple

  • საწყისი ფასი - $699 
  • ეკრანის ზომა - 4.7 ინჩი
  • ეკრანის რეზოლუცია - 1334x750
  • საწყისი მეხსიერება - 64 გიგაბაიტი
  • კამერა - მთავარი 12 მეგაპიქსელი, წინა 7 მეგაპიქსელი
  • პროცესორი - Apple A11

iPhone X


ფოტო: Apple

  • საწყისი ფასი - $999 
  • ეკრანის ზომა - 5.8 ინჩი, OLED პანელი
  • ეკრანის რეზოლუცია - 2436x1125
  • საწყისი მეხსიერება - 64 გიგაბაიტი
  • კამერა - ორმაგი 12 მეგაპიქსელი, წინა 7 მეგაპიქსელი
  • პროცესორი - Apple A11

კომენტარები