პატრიოტთა ალიანსი მოსკოვში

პატრიოტთა ალიანსი მოსკოვში რუსეთის დუმის დეპუტატებს ოქტომბერშიც შეხვდება

რუსთავი 2

პატრიოტთა ალიანსის წევრები რუსეთის დუმის დეპუტატებს მოსკოვში ოქტომბერშიც შეხვდებიან. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ადა მარშანიამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა. მისი თქმით, "რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებების გარეშე ქვეყანა ვერ გამთლიანდება".

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებების გარეშე აფხაზებთან, ოსებთან და რუსებთან, ჩვენ ქვეყანას ვერ გავამთლიანებთ. ფედერაციის საბჭოს დეპუტატებს და სახელმწიფო დუმის დეპუტატებს შევხვდებით", - თქვა მარშანიამ.

პატრიოტთა ალიანსის წევრები რუსეთში რამდენიმე თვის წინაც იყვნენ. ისინი რუსეთის დუმის რამდენიმე დეპუტატს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ადა მარშანიამ განაცხადა, რომ რუს დეპუტატებს რუსეთ-საქართველო-ნატოს ფორმატის შექმნა შესთავაზეს. გარდა ამისა, ისაუბრეს რუსეთთან ვიზების გამარტივებასა და სხვა საკითხებზე.

კომენტარები