ბენინგტონის ცოლმა მის სიკვდილამდე 36 საათით ადრე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა

GETTY IMAGES

ჩესტერ ბენინგტონის ცოლმა ტალინდა ბენინგტონმა ჩესტერის სიკვდილამდე 36 საათით ადრე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

შაბათს ტალინდამ ტვიტერზე შემდეგი ტექსტი დაწერა:

"ჩემი შემდეგი პოსტი იქნება ყველაზე პერსონალური პოსტი, რაც კი აქამდე დამიდია. მე გაჩვენებთ ამას იმიტომ რომ იცოდეთ დეპრესიას არ აქვს არც სახე და არც ხასიათი."

შემდეგ მან ოჯახის ვიდეო გააზიარა, სათაურით:

"ზუსტად ასე გამოიყურებოდა დეპრესია 36 საათით ადრე მის სიკვდილამდე. მას ძალიან ვუყვარდით და ჩვენც ძალიან გვიყვარს ის."

27 ოქტომბერს, ლოს ანჯელესში, ლინკინ პარკი ჩესტერ ბენინგტონისთვის კონცერტს გამართავს.

ლინკინ პარკის ვოკალისტი 20 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მან თავი მოიკლა.  

კომენტარები