თსუ

თსუ-ის ლექტორი: თუ გეტყვიან, რომ თსუ-ს სხვა უნივერსიტეტი სჯობს, 5-ლარიანი აჩვენეთ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ფაკულტეტის პირველკურსელებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მათ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და უნივერსიტეტში ჩაბარება მიულოცეს. 

ერთერთი სიტყვით გამომსვლელი თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდიაც იყო, რომელმაც სტუდენტებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

"თუკი რომელიმე თქვენი მეგობარი ოდესმე გეტყვით, რომ მისი უნივერსიტეტი თქვენსას სჯობია, ნურაფერს ნუ ეტყვით უბრალოდ ამოიღეთ ხუთლარიანი და აჩვენეთ".

5-ლარიან კუპიურაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი ივანე ჯავახიშვილია გამოსახული, მეორე მხარეს კი თსუ. 

კომენტარები