სამოქალაქო ქორწინება

რენატა ლიტვინოვა ზემფირასთან ქორწინებას უარყოფს

soulpost.ru

რუსი მსახიობი და რეჟისორი რენატა ლიტვინოვა მომღერალ ზემფირასთან ქორწინების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ლიტვინოვა აპირებს მედიას, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, სასამართლოში უჩივლოს.

ამის შესახებ РИА Новости-ის რეჟისორის წარმომადგენელმა უთხრა.

"რენატა წუხს, რომ მედიაში მსგავსი ტყუილები იწერება. ის ეძებს ცილისწამების ავტორების დასჯის გზებს", - ამბობს ლიტვინოვას წარმომადგენელი.

ზემფირას და რენატა ლიტვინოვას ქორწინების შესახებ ჭორები მედიაში 2009 წლიდან არაერთხელ გავრცელდა.

რუსულმა მედიამ სტოკჰოლმში ქორწინების შესახებ ინფორამცია გუშინ, 5 ოქტომბერსაც გაავრცელა.

 

კომენტარები