რუსთავი 2-ის დაკვეთით ამერიკულმა კვლევითმა კომპანია Edison Research-მა თბილისის მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. გამოკითხულებიდან ყველა არის სრულწლოვანი და აქვს დედაქალაქში ხმის მიცემის უფლება.
კითხვაზე, "თბილისის საკრებულოს არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" შედეგი ასეთია:
- "ქართული ოცნება" - 36%
- "ნაციონალური მოძრაობა" - 12%
- "ევროპული საქართველო" - 8%
- "ლეიბორისტული პარტია" - 5%
- "პატრიოტთა ალიანსი" - 4%
- "დემოკრატიული მოძრაობა" - 1%
- "ახალი საქართველო" - 1%
- "რესპუბლიკური პარტია" - 1%
- არ გადამიწყვეტია - 15%
- უარი პასუხზე - 8%
- არავის - 9%
კითხვაზე, "თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" პასუხები ასეთია:
- კახი კალაძე - 34%
- ზაალ უდუმაშვილი - 14%
- ალეკო ელისაშვილი - 14%
- ელენე ხოშტარია - 5%
- ირმა ინაშვილი - 2%
- გიორგი გუგავა - 2%
- კახა კუკავა - 1%
- გიორგი ვაშაძე - 1%
- თენგიზ შერგელაშვილი - თითქმის 1%;
- არ გადამიწყვეტია - 13%
- უარი პასუხზე - 7%
- არავის - 6%
კვლევაში გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი: 1200 რესპონდენტი, 18+ წლის თბილისის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შერჩეული რესპონდენტები. გამოკითხვა 22 სექტემბერი - 2 ოქტომბრის შუალედში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/–3 %, 95%-იანი სანდოობის დონისათვის.