საკონსტიტუციო ცვლილებები

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო დადო

გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პარლამენტი

პრეზიდენტმა კონსტიტუციის პროექტს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვლის მოტივირებული შენიშვნები ბონუსის სისტემას და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვას ეხება. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს. გარდა ამისა, პრეზიდენტისთვის მიუღებელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარება და პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის გაუქმება ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში. 

გიორგი მარგველაშვილს მმართველმა გუნდმა გასულ კვირას სთხოვა, ვეტოს მხოლოდ ორ საკითხზე, ბონუსის სისტემასა და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვის შესახებ მუხლებზე დაედო. ქართული ოცნების წევრები ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოს სხვა მუხლებსაც დაადებდა, მას დაძლევდნენ

კომენტარები