აშშ-ერაყი

ტილერსონმა ერაყს და ქურთისტანის რეგიონს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისაკენ მოუწოდა

Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ერაყის მთავრობასა და ქურთისტანის რეგიონს კონფლიქტის დიალოგის გზით გადაჭრისაკენ მოუწოდა.

"ჩვენ შეშფოთებულები და დამწუხრებულები ვართ. ჩვენ გვყავს მეგობრები ბადღადში და მეგობრები ერბილში და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს შევიდნენ დიალოგში." თქვა ტილერსონმა ბაღდადში ერაყის პრემიერ მინისტრთან, ჰეიდარ ალ-აბადისთან საუბარში.

აშშ-ის ადმინისტრაცია ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით აბადის მთავრობის აზრს იზიარებს, და მას ვალიდურად არ სცნობს, თუმცა მას შემდეგ, რაც რეფერენდუმის საპასუხოდ ერაყის ჯარებმა ქურთების მიერ კონტროლირებადი ქალაქი კირკუკი აიღეს ორივე მხარეს ვითარების ესკალაციისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს.

ტილერსონი ჰეიდარ ალ-აბადის კვირასაც შეხვდა და ერაყში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტი მილიციის მონაწილეობაზე ისაუბრა. ტილერსონის თქმით ისინი საკმარისად დაეხმარნენ ერაყს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაში და ახლა დროა სახლში დაბრუნდნენ.

აბადიმ ტილერსონს განუცხადა, რომ ეს ძალები "ერაყის სამხედრო დაწესებულების ნაწილია" და ირანის მიერ მათი მეშვეობით ერაყზე გავლენის გავრცელების მცდელობა უარყო.

კომენტარები