საქართველო-უკრაინა

რატიანი: საგარეო უწყება არ იცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის სერგო რატიანის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების უფლებების დასაცავად არაფერი გააკეთა. უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციაზე რატიანმა თქვა, რომ „საგარეო უწყება არ იცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს".

"როგორც ჩანს, ქართული ოცნების ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ მათი მოვალეობაა, დაიცვან საქართველოს მოქალაქეების უფლება, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

უკრაინიდან გამოძევებული 8 ქართველი საქართველოში ბორნით, ორი დღის წინ დაბრუნდნენ. საქართველოს მოქალაქეების უკრაინიდან იძულებით გამოშვებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების ერთობლივ ოპერაციას" უწოდებს. მისი თქმით, გამოძევებული ქართველები მისი "ძველი ნაცნობები, მეგობრები არიან".

უკრაინაში საქართველოს საელჩოს განმარტებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ქართველების გამოძევებას "უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებით" ხსნის.

კომენტარები