სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

პროკურორი: სპეცოპერაციის დროს მოკლულების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

პროკურორ ირაკლი მარშანიას თქმით, ამ ეტაპზე, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულები იდენტიფიცირებულები არ არიან. შესაბამისად, პროკურორის თქმით, მათი ვინაობა არ იციან.

"საქმეზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, ტარდება ექსპერტიზები და ამ ეტაპზე, ჩვენ იდენტიფიცირებული არ გვაქვს იმ პირთა ვინაობა, რომლებიც გარდაიცვალნენ. ამ ეტაპზე იდენტიფიცრებული პირები არ არიან.

ტაბულამ პროკურორს ჰკითხა - "თუ იდენტიფიცირებული პირები არ არიან, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვის აკვირდებოდებოდა სამართალდამცავი უწყება? ამბობდნენ, რომ აკვირდებოდნენ რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ არ იციან მათი ვინაობა, ვის აკვირდებოდნენ?", რასაც ირაკლი მარშანია არ პასუხობს.

"მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 21 ნოემბერს, რაც შეეხება ფარულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, შინაარსობრივად ეს ღონისძიებები არის საიდუმლო, შესაბამისად, მათ შესახებ მე თქვენ პასუხს ვერ გაგცემთ" - ამბობს პროკურორი.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22-23 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას, "დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და ლიკვიდირებულია - 3". დაკავებულს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და რომლის ვინაობასაც საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე არ ასახელებენ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება ედება.

რა შედეგით დასრულდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, ნახეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები