უკანონო იარაღი

შსს: ამოღებულია მაკაროვის და ბრაუნინგის სისტემების 2 უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში  1975 წელს დაბადებული ზ.ბ დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის და ბრაუნინგის სისტემების 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 15 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები