ხანძარი შოტლანდიაში

შოტლანდიის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ხანძარმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

PA

შოტლანდიაში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 3 დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძარი სასტუმრო "Loch Lomond"-ში 18 დეკემბერს, დილის საათებში გაჩნდა. 

პოლიციის ოფიცრის განცხადებით, ერთი ადამიანი სასტუმროშივე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. დაზარალებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. სამივე დაზარალებული, სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წარმომადგენლები არიან.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები