ავსტრიაში საქართველოს ელჩის გარდაცვალება

ავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა

http://austria.mfa.gov.ge

ავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. 

ზალდასტანიშვილი ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 2013 წლის 18 იანვარს გახდა. ის დღემდე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ.ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო.

კომენტარები