კრიმინალი

ზვიად კუპრავას ცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

რუსთავი 2

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 1970 წელს დაბადებულ გ. დ-ს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და სხვისი ნივთის დაზიანება ედება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ზვიად კუპრავას თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ცოლთან და შვილთან ერთად სახლის სადარბაზოში შედიოდა. კუპრავას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, მის ცოლს კი, ხელი აქვს მოტეხილი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.

ზვიად კუპრავა თავდასხმას თავის საქმიანობას და ხელისუფლების კრიტიკას უკავშირებს. 

კომენტარები