კრიმინალი

ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ყვარელში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში მცხოვრები, 1990 წელს დაბადებული ა.ფ. სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ცოლს - 1998 წელს დაბადებულ ნ.ვ.-ს.

"ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის მამასაც - 1964 წელს დაბადებულ ი.ვ.-ს" - აცხადებს შსს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები