კრიმინალი

გურიაში მამაკაცი სახლის სადარბაზოსთან გაძარცვეს

გურიაში მამაკაცს სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ. მას სხეულის დაზიანებები მიაყენეს და გაძარცვეს. არსებული ინფორმაციიით, მამაკაცს 30 ათასი ლარი წაართვეს. დაზარალებული საავადმყოფოში იმყოფება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

კომენტარები