რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. ცხედარი მისსავე კაბინეტში იპოვეს. ქუთათელაძეს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
"გამოძიება დავიწყეთ 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტიზები და საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა
რუსთავის პოლიციის უფროსმა თამაზ მეშველაშვილმა.
სამსონ ქუთათელაძე 2008-2012 წლებში საჩხერიდან საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო.