არასრულწლოვნების დაჭრა ხაშურში

შსს: ხაშურში მომხდარი არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გავხსენით

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურში მომხდარი არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. უწყების ინფორმაციითვე, განზრახ მკვლელობის ჩადენის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ.ც. ხაშურში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 14 იანვარს,  ქ. ხაშურში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი  დაზიანება მიაყენა 2 არასრულწლოვანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულებიდან ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე არასრულწლოვანს ჩაუტარდა ოპერაცია, გადაიყვანილია პალატაში და  ამჟამად იმყოფება ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ხაშურში დააკავეს." - წერია უწყების მიერ გავრცელებულგანცხადებაში. 

შსს-ს ინფორმაციით, გ.ც. აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხაშურში ორი არასრულწლოვანი გუშინ დაჭრეს. მათ მრავლობითი დაზიანებები ბასრი საგნით აქვთ მიყენებული. 

კომენტარები