კრიმინალი

შსს-მ ყაჩაღობის და პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის, პოლიციელებზე თავდასხმის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1991 წელს დაბადებული შ.კ. დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს გლდანში ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა მოხდა. 15 იანვარს შ.კ.  პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა, მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა და მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა ის თბილისში დააკავეს.

გამოძიება ყაჩაღობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3, 353-ე (პრიმა) მუხლის 1-ლი და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები