ტიციანი

მეფის სანტექნიკოსისთვის 1649 წელს მიცემული ტიციანის ნახატი აუქციონზე გააქვთ

CNN

იტალიელი მხატვრის, ტიციანის ნახატი "წმინდა მარგარეტი" რომელიც ინგლისის მეფის, ჩარლს პირველის სანტექნიკოსს გასამრჯელოს სახით 1649 წელს გადაეცა პირველ თებერვალს ნიუ იორკში აუქციონზე გაიყიდება.

ნახატი, რომელზეც შოტლანდიელი წმინდანია გამოსახული ჩარლზ პირველის სიკვდილით დასჯის შემდეგ მისი ვალების გასტუმრებისას მეფის სანტექნიკოსის, ჯონ ემბრის მფლობელობაში აღმოჩნდა. მეფის სანტექნიკოსისადმი ვალს 903 ფუნტი შეადგენდა, რაც დღეს 145,455 ფუნტის ტოლფასი იქნებოდა ($202,075). რესპუბლიკურმა მთავრობამ ფულის სანაცვლოდ ჯონს მეფის კოლექციიდან ნახატების წაღება შესთავაზა. ემბრიმ 24 ნახატი აარჩია. მათ შორის ტიციანის ნახატიც, რომელიც მაშინ 100 ფუნტად შეფასდა, რაც დღეს 16,108 ფუნტის ექვივალენტია. ახლა ნახატი ორიდან სამ მილიონ დოლარამდე ფასდება.

მას შემდეგ ნახატმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, მათ შორის იყო ბრიტანეთის პარლამენტის წევრის და შემდგომ ბრიტანელი დიპლომატის კოლექციების ნაწილი. ამჟამინდელი მფლობელის ვინაობა, ვინც ნახატი აუქციონზე გაიტანა, ანონიმურია.

 

 

კომენტარები