იტალია

რესტორანი ვენეციაში, სადაც ტურისტებს ლანჩში €1143 გადაახდევინეს, €20 000-ით დაჯარიმდა

.telegraph.co.uk

რესტორანი Osteria Da Luca ვენეციაში, სადაც ტურისტებს ლანჩში €1143 გადაახდევინეს, €20 000-ით დაჯარიმდა. ტურისტებმა რესტორანში 4 სტეიკი, შებოლილი თევზი, ორი ჭიქა ღვინო და ერთი ბოთლი მინერალური წყალი შეუკვეთეს. ანგარიშის გადახდის დროს 4 იაპონელ მამაკაცს რესტორნის წარმომადგენლებმა ჩეკის მიცემაზეც კი უარი უთხრეს.

შემთხვევის შედეგად დაზარალებული იაპონელები ბოლონიის კულინარიული სასწავლებლის სტუდენტები აღმოჩნდნენ. ვენეციიდან ბოლონიაში დაბრუნებისთანავე სტუდენტებმა რესტორანს ადგილობრივ პოლიციაში უჩივლეს და საკუთარი სიმართლის დამტკიცება საკრედიტო ბარათიდან ჩამოჭრილი თანხით შესძლეს.

რესტორანს €20 000 ჯარიმა დაეკისრა, სტუდენტებს კი ზარალის ასანაზღაურებლად ვენეციაში 2-დღიანი სრულად დაფინანსებული ტური აჩუქეს. ტურის ფარგლებში ისინი ვენეციის ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში დარჩებიან.

რესტორანი Osteria Da Luca დახურვას გადაურჩა, თუმცა მისი რეიტინგი Tripadvisor-ზე 1,5-ია და გამოხმაურებების 85% უარყოფითია.

კომენტარები