კიევი-თბილისის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი დაახლოებით ნახევარი საათის დაგვიანებით, მაღალი სიჩქარით ბილიკზე დაჯდა.ავარიულად დაშვების მიზეზი, სავარაუდოდ თვითმფრინავის გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა იყო.
თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები და პოლიცია დახვდა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.