საყოველთაო ჯანდაცვა

სერგეენკო: ჭიაბერაშვილი ციფრებით მანიპულირებს

ტაბულა

დავით სერგეენკო ზურაბ ჭიაბერაშვილს პასუხობს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჭიაბერაშვილი ციფრებით მანიპულირებს, როდესაც უფასო მედიკამენტების პროგრამაზე საუბრობს. ამ პროგრამით 2017 წელს 13 000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. 

"სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა, პრაქტიკულად, ქაღალდზე დარჩა. სარგებელს ასითასობით ადამიანი ელოდება, ჯანდაცვის სამინისტრომ კი პროგრამაში მხოლოდ 13,000 ადამიანი ჩართო.

2017 წლის 1 მაისს ჯანადაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200,000 მოქალაქე ისარგებლებდა. როგორც “ევროპული საქართველოს” მიერ პროგრამის შესწავლამ გამოავლინა, 2017 წელს პროგრამით სულ 13,000-მა მოქალაქემ ისარგებლა, ხოლო ბიუჯეტის გათვალისწინებული ისედაც მწირი თანხები აუთვისებელი დარჩა", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

"200 000 და 13 000 არის მართლაც ციფრებით მანიპულირება. ათასობით ადამიანმა შვება მიიღო ამ პროგრამით და როგორც მე ერთი კვირით ადრე დავაანონსე ეს პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება. საყოველთაო ჯანდაცვაში კარდინალურად არაფერია შესაცვლელი ცალსახად გიდასტურებთ, რომ ეს არის სწორი გზა და ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება", - ამბობს სერგეენკო.

კომენტარები