რეკლამა

რა მოხდება, თუ სესხს ან კრედიტს დროულად არ გადავიხდით?

ეს სტატია რეკლამაა და არ გამოხატავს რედაქციის პოზიციას

ვადაგადაცილებული სესხები - შეკითხვები და პასუხები

პრაქტიკა როგორც გვიჩვენებს, გაცილებით ადვილია კრედიტის აღება, ვიდრე მერე მისი დაბრუნება. თანაც შეიძლება იყოს უამრავი გარემოება, რის გამოც დროულად ვალდებულების გასტუმრება ვერ მოახერხოთ, საკმაოდ საპატიოც კი: სამსახურიდან დათხოვნა, ავადმყოფობა, ხანგრძლივი მივლინება, ოჯახური გარემოებები და ბანალური გულმავიწყობა. თუმცა, საიდუმლო არაა, რომ თქვენი პრობლემები არ აღელვებს საბანკო ორგანიზაციებს. მათთვის, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, დაფარეთ თუ არა კრედიტის მორიგი გადახდა.

ბანკების თანამშრომლები როგორც წესი სესხის აღებისას ბევრს არ საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა მოხდება, როდესაც ვალს დროულად არ გადაიხდით. რა თქმა უნდა, ისინი შეგატყობინებენ შესაძლო ჯარიმების და საურავის შესახებ, თუმცა დანარჩენი ნიუანსების შესახებ პრაქტიკულად ყველა, ვინც სასესხო ხელშეკრულებას დეტალურად არ ეცნობა, იგებს უკვე პრაქტიკაში.

ყოველთვის თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ საკრედიტო ხელშეკრულების ტექსტი.

ეს დაგეხმარებათ წინასწარ შეაფასოთ შესაძლო საკომისიოების და ჯარიმების ოდენობა, ასევე თავიდან აიცილოთ სანქციები, რომლებიც გემუქრებათ, თუ თქვენ "დაგავიწყდებათ" კრედიტის გადახდა.

ვერ ერკვევით ხელშეკრულების ტექსტში? მიდით იურიდიულ ფირმაში (ქვეყანაში მოქმედი იურიდიული კომპანიების ჩამონათვალი) და წაიღეთ თან ხელშეკრულების პროექტი, სთხოვეთ მათ განმარტონ თქვენთვის გაუგებარი ნაწილები.

შეკითხვა: მე არ/ვერ გადავიხდი კრედიტს - რა მემუქრება?

პასუხი: თუ მსესხებელი უარს ამბობს თავის საკრედიტო ვალდებულებებზე, ფინანსური ორგანიზაციები იძულებულნი ხდებიან დაიბრუნონ თავიანთი ფული ალტერნატიული მეთოდებით. მათ შეიძლება მიმართონ:

  • კოლექტორულ კომპანიებს
  • სასამართლოს

თავიდანვე ვიტყვით, რომ ორივე აღნიშნული ზომა მსესხებლისთვის არც ისე სასიამოვნო შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა, სტერეოტიპების მიუხედავად, კეთილსინდისიერი კოლექტორული კომპანიების მუშაობა მიმართულია სწორედ მოვალის დახმარებაზე და კრედიტის დაფარვის ხელმისაწვდომი ვარიანტების ერთობლივ მოძიებაზე. თითოეულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე დეტალური ინფორმაციის გასაგებად კი შეგიძლიათ ეწვიოთ Fulex.ge-ს ონლაინ სესხების კატალოგს, რათა გაარკვიოთ რომელი კომპანია რა პირობებს სთავაზობს თავის მომხმარებლებს და რა მეთოდებს იყენებს ურჩ გადამხდელთა წინააღმდეგ.

შეკითხვა: ვინ არიან კოლექტორები?

პასუხი: კოლექტორულ სააგენტოში მუშაობენ სპეციალისტები, რომლებიც ცდილობენ "ხმა მიაწოდონ" ურჩ გადამხდელებს და მოუწოდონ მათ ხელშეკრულების ვალდებულებების თავიანთი ნაწილის შესრულებისკენ.

მნიშვნელოვანია: კოლექტორები მუშაობენ მხოლოდ კანონმდებლობის ფარგლებში და მათ არ აქვთ უფლება დაგემუქრონ ან გამოიყენონ ფიზიკური ძალა სესხის გადახდისთვის.

განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ კეთილსინდისიერი კოლექტორების მუშაობაში, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, არ არის არაფერი საშიში: დაგვეთანხმეთ, რომ მოვალეები არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და არ იხიდან იმ სესხებს, რომლებიც მათ ცხოვრების რთულ პერიოდში დაეხმარნენ.

ამიტომ sms-ები, შეხსენების ზარები და საუბრები თანხის ამოღებებთან - ეს ყველაფერი საკმაოდ ლოგიკური ზომაა, რომლებიც, პრაქტიკაში ნამდვილად ეხმარებიან კომპანიას საჭირო თანხების მოპოვებაში. უფრო მეტიც, ეს იცავს მსესხებელს ვალის თანხის მომატებისგან (ვადაგადაცილებულ თანხაზე პროცენტები ირიცხება).

მსგავსი სააგენტოების მუშაობა სასარგებლოა ფინანსური ორგანიზაციებისთვის და მათი კლიენტებისთვის. თავად კოლექტორებს კი აწყობთ, რომ მსესხებელმა დააბრუნოს კრედიტის მთლიანი ღირებულება: მხოლოდ ამ შემთხვევაში ისინი მიიღებენ თავის ჯილდოს (დაახლოებით 10-35%).

შეკითხვა: როგორ მოვიქცეთ კოლექტორებთან?

პასუხი: უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიგოთ, რის შესახებ შეიძლება მათთან შეთანხმება (თქვენ ხომ არ აპირებთ იყოთ კანონგარეშე, მართალია?) კოლექტორებთან ურთიერთობისას, შეიძლება გქონდეთ იმედი, რომ:

  • მუდმივად შეგახსენებენ კრედიტის დაფარვის აუცილებლობის შესახებ (რათა თქვენ არ დაგავიწყდეთ ვალი, და საქმე არ მოხვდება სასამართლოში)
  • მოგივათ sms-შეტყობინებები კრედიტის მიმდინარე ბალანსის შესახებ (თქვენ გეცოდინებათ ზუსტად რა თანხა არის დარჩენილი დასაფარად);
  • გაგიწევენ ფინანსურ და იურიდიულ კონსულტაციას შექმნილი სიტუაციიდან დაღწევის მიზნით (როგორც წესი, კოლექტორები არიან არა მხოლოდ პროფესიონალი ფსიქოლოგები, არამედ მათ ასევე გააჩნიათ მსგავსი საკითხების გადაჭრის პრაქტიკული გამოცდილება);
  • კრედიტის პირობები შერბილდება (მაგალითად, დაიწევს პროცენტები);
  • შესაძლოა მოხდეს სესხის რესტრუქტურიზაცია (შესაძლო ვარიანტების განხილვა და ნაწილ-ნაწილ გადახდის გაფორმებაში ხელშეწყობა).

მიუხედავად ამისა, კოლექტორებთან ურთიერთობისას საჭიროა გახსოვდეთ თქვენი უფლებების შესახებ და მოახდინოთ ორიენტირება არსებულ კანონებში. მაგალითად, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სააგენტოს წარმომადგენლების ზარები აკრძალულია 22:30 (ქვეყნების უმეტესობაში, დამოკიდებულია სესხების კომპანიაზეც) შემდეგ და თქვენ არ ხართ ვალდებულნი უპასუხოთ მათ.

რა უნდა გახსოვდეთ:

  • როგორც კი თქვენ დაგირეკავთ სააგენტოს წარმომადგენელი, მაშინვე შეატყობინეთ მას, რომ აპირებთ საუბრის ჩაწერას. თქვენ გაქვთ ამის უფლება და შეგიძლიათ გამოიყენოთ ის. ეს დაგეხმარებათ თავი დაიცვათ მუქარისგან და უწმაწური გამონათქვამებისგან არაკეთილსინდისიერ კოლექტორების მხრიდან.
  • ორგანიზაციის წარმომადგენელი, თქვენს ნომერზე დარეკვის დროს აუცილებლად უნდა გაგეცნოთ, შეგატყობინოთ თავისი კომპანიის სახელწოდება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - მისი იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები. ასე თქვენ დარწმუნებულნი იქნებით, რომ ესაუბრებით ოფიციალურ პრის. თუ კოლექტორები უარს აცხადებენ ამ ინფორმაციის მოწოდებაზე - დაუყონებლივ შეწყვიტეთ მათთან საუბარი.
  • დაწვრილებით გაარკვიეთ, რა დახმარების შეთავაზება შეუძლია თქვენ საკითხზე კოლექტორს, ასევე დაწვრილებით აღწერეთ მიმდინარე ფინანსური სიტუაცია. ასე რომ, თუ თქვენ შეძლებთ გადაიხადოთ ვალის მთლიანი თანხა უკვე ერთ კვირაში, შეატყობინეთ ეს კოლექტორს.
  • თუ თქვენ არ გაგაჩნიათ იურიდიული განათლება და თქვენ საერთოდ ვერ იგებთ თუ რა მოითხოვება თქვენგან, მაშინ უმჯობესია არ შეხვიდეთ დისკუსიაში ტელეფონით: ან შეთანხმდით შეხვედრის შესახებ და წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია იურისტთან, ან დაასრულეთ საუბარი და მიმართეთ თქვენი საკრედიტო ორგანიზაციის კონსულტანტს განმარტებისთვის.
  • არ მოაწეროთ ხელი კოლექტორების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, თუ წინასწარ არ გაქვთ გავლილი კონსულტაცია იურისტთან.
  • თუ კოლექტორები აგრესიულად იქცევიან, გაყენებენ შეურაცხყოფას და გემუქრებიან - მიმართეთ პოლიციას.

გახსოვდეთ, რომ კეთილსინდისიერი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ყოველთვის ხელს უწყობენ თავის კლიენტებს და სთავაზობენ მათ სიტუაციიდან გამოსვლის სხვადასხვა გზებს.

შეკითხვა: როდის გადაეცემა საქმე სასამართლოს?


ფოტო: საია

პასუხი: კრედიტის გადაუხდელობის მიზეზების მიუხედავად, როგორც კი გავა 90 დღე მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნებაზე უარის თქმის მომენტიდან, ფინანსურ ორგანიზაციას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს. თუმცა, კრედიტორებისთვის განაცხადის შეტანა მაინც არახელსაყრელია.

სასამართლო ინსტანციებში მიმართვის მომენტიდან ბანკი ვეღარ შეძლებს დაგარიცხოთ თქვენ საურავი კრედიტზე.

უმრავლეს შემთხვევებში, დაახლოებით 90%-ში, სასამართლო აკმაყოფილებს მომთხოვნი მხარის სარჩელს, და ამ მომენტიდან, მსესხებლის ყველა გადახდა განხორციელდება სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის მეშვეობით. მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალის მხოლოდ ძირითადი თანხა (ძირი), დარიცხული ჯარიმებისა და პროცენტების გარეშე, ხოლო ბანკს მოუწევს გაწიოს დამატებითი ხარჯები იურისტების მომსახურების გადახდის სახით.

ასევე, "ურჩი არგადამხდელებისთვის" სასარგებლო იქნება გადახედონ წლიურ სტატისტიკას აქტიური ბანკებისა და მიკროსაფინანსოების შესახებ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საკუთარი უფლებების სასამართლოს გზით დაცვას ამჯობინებენ. ასე თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, რომელი კომპანია ცდილობს საკუთარი გასესხებული თანხების ამოღებას სასამართლოსა თუ კოლექტორების დახმარებით.

კომენტარები