კრიმინალი

განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებულს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Getty Images

სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობაში რ.ზ. დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 19-108-ე მუხლით და 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 ივნისს, ქ. ბათუმში, ტაოს ქუჩის მიმდებარედ გზის სავალ ნაწილზე, რ.ზ.-მ პირადი უთანხმოების საფუძველზე დაწყებული კონფლიქტისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ.ზ.-ს და რ.ზ.-ს, ხოლო გასაშველებლად მისულ ბ.ა.-ს, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებული ბ.ა. სიკვდილს გადაურჩა. სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი რ.ზ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში 2017 წლის 2 ივლისს დააკავეს. მასბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ძალადობა ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა." - წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები