ტატუნაშვილის საქმის რეზოლუცია

დღეს პარლამენტი ტატუნაშვილის საქმის ერთობლივი რეზოლუციის პროექტს განიხილავს

გარემოს დაცვის სამინისტრო

დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დეპუტატები "რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადმაიანის უფლებების უხერი დარღვევისა და "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ რეზოლუციიის პროექტს განიხილავენ. 

16 მარტს მმართველი გუნდი ქართული ოცნება დათანხმდა ევროპული საქართველოს ინიციატივას, შეიქმნას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელშიც ის ადამიანები შევლენ, ვინც საქართველოს მოქალაქეების მოტაცებაში, წამებასა და მკვლელობაში არიან ბრალდებულები. ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის თქმით, რეზოლუციის პრინციპებზე და ტექსტის დიდ ნაწილზე უმრავლესობა და უმცირესობა შეთანხმდნენ. 

"ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციები და დღეს გვაქვს საერთო პოზიცია, რომ მივიღებთ ერთიან რეზოლუციას. ამ რეზოლუციის მიხედვით, შეიქმნება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, შეფასდება რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაწესდება სხვა ტიპის შეზღუდვები იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მათ შორის მკვლელობებზე. როგორც პრინციპებზე, ისე ტექსტის დიდ ნაწილზე ვართ შეთანხმებული. მხოლოდ მცირე ტექნიკური დეტალები დარჩა შესათანხმებელი, რომელსაც ამ დღეებში დავასრულებთ და იმედი გვაქვს, რომ ოთხშაბათს იქნება მიღებული ერთიანი რეზოლუცია, რომელსაც მთელი პარლამენტი დაუჭერს მხარს," - განაცხადა კაპანაძემ.

ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში ორი რეზოლუცია იყო დარეგისტრირებული. მათ შორის ერთი საპარლამენტო უმრავლესობის, მეორე უმცირესობის. 

უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებული რეზოლუცია არჩილ ტეტუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს. 

რაც შეეხება უმცირესობის რეზოლუციას, გარდა ამ ფაქტორებისა დამატებით ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიის შექმნას ითვალისწინებს. სია მაგნიტსკის სიის მსგავსი იქნება და მასში მოხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავს დანაშაულებს ჩადიან და მათ კონკრეტული სანქციები და შეზღუდვები შეეხებათ. 

ევროპული საქართველოს რეზოლუციის ტექსტი იხილეთ აქ.

2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში მარიონეტმა სამართალდამცავებმა არჩილ ტატუნაშვილი აწამეს და მოკლეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზისთვის ოკუპანტ ქვეყანას, რუსეთს გადასცეს, საიდანაც მხოლოდ გუშინ, 26 დღის შემდეგ გადმოსცეს საქართველოს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება რამდენიმე დღის შემდეგ მოახერხეს. 

კომენტარები