თბილისის ქუჩები, რომლებსაც 25 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 25 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, IIIა, V, VII მიკრორაიონების, წყაროთუბნის, ფორე მოსულიშვილის, ანგია ბოჭორიშვილის, ვლადიმერ ნანეიშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარდენის, ბელინსკის, ჭოველიძის, კერესელიძის, გუნიას, გოგებაშვილის, ჯანაშიას, ბარნოვის, თარხნიშვილის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ერეკლე ტატიშვილის, ზანდუკელის, ყაზბეგის, მილორავას, ნათია ბაშალეიშვილის, გუდაურის, თერგის, პეტრიაშვილის, შანიძის და გალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩეჩელაშვილის, ართვინის, ლარეხის, მნათობის, მამარდაშვილის, ნორიოს, საქარის, მიჩურინის, ქინქლაძის, როსტოვის, ყირიმის, კიკვიძის და თეთნულდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაქოს და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და ტეტელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დადიანის, გვაზაურის, ღრმაღელეს, კოკინაკის, ზედაზენის, ჯავის, რიონჰესის, სააკაძის, მექანიზაციის, იმერეთის, ცისარტყელას, ბენდელიანის, ტრაქტორის, ქუთათელაძის, ჭიჭინაძის და ხრესილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარდის მოედნის, ავლაბრის მოედნის, ალადაშვილის, ხივინის, ერევნის, ერისთავის და დმანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები