ვულკანის ამოფრქვევა

ჰავაიზე ვულკანი კილაუეა ამოიფრქვა

AP

ჰავაის კუნძულებზე მდებარე ვულკანი კილაუეა ამოიფრქვა. ვულკანი ფერფლს და ლავას აფრქვევს. ამოფრქვევამ 5 ბალიანი ბიძგებიც გამოიწვია.

უკანასკნელი კვირის მანძილზე ვულკანის გააქტიურებასთან ერთად რეგიონში ასობით ბიძგი დაფიქსირდა.

მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

კილაუეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ის ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მდებარეობს.

კომენტარები