კრიმინალი

შსს: განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დავაკავეთ

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 1991 წელს დაბადებული რ.მ.-მ მიმდინარე წლის 5 მაისს, ღამით, თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა საფრანგეთის მოქალაქეს, 1988 წელს დაბადებულ ა.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა რ.მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით." - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108 მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები