მსოფლიო ჩემპიონატი

2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერას უილ სმიტი შეასრულებს

Will Smith/Instagram

2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ სიმღერას უილ სმიტი, ნიკი ჯემი და ერა ისტრეფი შეასრულებენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, სიმღერა 25 მაისს გამოვა.

როგორც ცნობილია, შემსრულებლებს უკვე დაწყებული აქვთ სიმღერის ჩაწერაზე მუშაობა. ნიკი ჯემი და უილ სმიტი კოლუმბიაში პროდუსერთან DJ Nelson-თან ერთად უკვე შენიშნეს.

"ისინი გასაგიჟებელ სიმღერას ქმნიან"- აღნიშნა პროდუსერმა.

შეგანხსებთ, რომ 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისს დაიწყება, ხოლო ფინალური მატჩი კი 15 ივლისს ჩატარდება.

კომენტარები