ბელგია

ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეიარაღებულ თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ბელგიის ქალაქ ლიეჟის ცენტრში უცნობმა შეიარაღებულმა პირმა პოლიციას და გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 2 პოლიციელი. გავრცელებული ცნობით თავდასხმისას მან მძევლად ქალი აიყვანა.

თავდამსხმელი პოლიციასთან დაპირისპირებისას მოკლეს. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. ვარაუდობენ, რომ მამაკაცს ტერორისტული მოტივები ამოძრავებდა.

კომენტარები